შაბათი, აპრილი 20, 2024

რეფორმის განხორციელების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკა გახდება უფრო მონაწილეობითი, უფრო საქმიანი – არჩილ თალაკვაძე

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით სულ 11 საჯარო შეხვედრა გაიმართება. არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ დაგეგმილი ცვლილებები არის პრინციპული, ძალიან პოზიტიური ცვლილება, რომელიც თვისობრივად ცვლის საქართველოში პოლიტიკურ სისტემას:

საჯარო განხილვები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. სულ ამ მიზნით 11 საჯარო შეხვედრა გაიმართება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას წინასწარ მივაწვდით ინფორმაციას. შევეცდებით განხილვების დროს საზოგადოებამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს და ასევე, ჩვენც მოვისმინოთ თანამოქალაქეების მოსაზრებები და ხედვა, თუ როგორ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები ამ მნიშვნელოვან ცვლილებას. ეს არის პრინციპული, ძალიან პოზიტიური ცვლილება, რომელიც თვისობრივად ცვლის საქართველოში პოლიტიკურ სისტემას და ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკა გახდება უფრო მონაწილეობითი, უფრო საქმიანი, უფრო მეტად დამკვიდრდება პარტიებს შორის თანამშრომლობის კულტურა და შემცირდება ის პოლარიზაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან და ზოგადად, პოლიტიკურ სივრცეში აქამდე არსებობდა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული