კახა კალაძე პრემიერის ფეისბუკ-გადადგომასა და მის საქმიანობაზე

მამუკა ბახტაძის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ ფეისბუკით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება დედაქალაქის მერი. კახა კალაძე უჩვეულოს ვერაფერს ხედავს აღნიშნულ ფაქტში, რადგანაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ასეთ ფორმას მიმართავენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, პოლიტიკოსებიო და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელები ძალიან აქტიურად იყენებენ “ტვიტერს”, “ინსტაგრამს”, “ფეისბუქს”.

ჩვენი საერთაშორისო მეგობარი პოლიტიკოსები, ქვეყნის ხელმძღვანელები ძალიან აქტიურად იყენებენ “ტვიტერს”, “ინსტაგრამს”, “ფეისბუქს”. რატომაც არა?! რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? რა არის ამაში ცუდი?!

ფეისბუქი არის კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა. თუ დააკვირდებით ჩემს აქტიურობას, ძირითადი საკომუნიკაციო წყარო არის ფეისბუქი, სოციალური ქსელი, სადაც ძალიან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა მაქვს საზოგადოებასთან და არის საუკეთესო საშუალება დღეს, 21-ე საუკუნეში,” – აღნიშნავს დედაქალაქის მერი.

თბილისის მერმა ასევე შეფასება მისწა ყოფილი პრემიერის საქმიანობას.

მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს იმ საქმიანობისთვის, რაც მან ამ ხნის განმავლობაში გააკეთა. მისი პრემიერ-მინისტრობიდან მე გამოვყოფდი ვალების ჩამოწერის პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში გააკეთა ამაზე განცხადება და შემდეგ უკვე უშუალოდ განახორციელა ეს პროექტი, რომლის წყალობითაც ძალიან ბევრ ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, ახლიდან დაეწყო ცხოვრება. კიდევ გამოვყოფდი განათლების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმას,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *