სამშაბათი, აპრილი 16, 2024

ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა რუსოსური დრონის განეიტრალება – დავით ქაცარავა

რამდენიმე საათის წინ ფეისბუკის პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ.

დღეს, რუსოსურმა დრონმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში.

ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა ამ დრონის განეიტრალება და ეს დრონი ჩამოვარდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტოტიაზე.

ცოტა ხანში რუსოსებმა ატეხეს პანიკა, მალევე გამოცხადდა ჩვენი პოლიცია და წაგვართვა დრონი.
საინტერესოა, ეგ რას უნდა მივაწეროთ?

ისევ არ ვაღიზიანებთ რუსებს?” – წერს დავით ქაცარავა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თავის მხრივ, ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების კომიტეტი ირწმუნება, რომ მათი დრონი ცეცხლსასროლი იარაღით იქნა ჩამოგდებული. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა დავით ქაცარავამ:

რუსოსური მხარე აცხადებს, რომ მათი დრონის ჩამოგდება მოხდა ცეცხლის გახსნის შედეგად. საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და ეს პროვოკატორებიც მშვენივრად იყენებენ ამ მეთოდს. იმის ნაცვლად რომ შემხვედრი პრეტენზია წავუყენოთ ოკუპანტებს, ისევ თავდაცვაზე ვართ გადასულები.

რატომ არ საუბრობს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურა იმაზე, რომ ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე სიღრმეში შემოვარდა ეს დრონი?

რატომ არ პასუხობს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურა ამ რუსოსურ მორიგ პროვოკაციას? დრონი რომ ჩამოგვართვეს, არ დაათვალიერეს და ისე გადასცეს ოკუპანტებს? ამ დრონის ჩამოგდება დრონების შეჯახების ხარჯზე მოხდა და რატომ არ კითხულობთ სად იყო შემოსული ეს დრონი?
არავითარი ცეცხლი არ ყოფილა, იმ წუთას ჩვენს გვერდით პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მშვენივრად ხედავდნენ რაც ხდებოდა.

კიდევ ჩვენ უნდა ვიმართლოთ თავი?

ამ ლოგიკით რომ გადმოვიდნენ რუსოსები ჩვენ კონტროლირებად საგუშაგოზე ჩორჩანაში, ხაჭაპურებით დავხვდეთ ოკუპანტებს?

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული