შაბათი, აპრილი 20, 2024

მოხარული და ამაყი ვარ, რომ ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგამოცდო პროცესი – მიხეილ ბატიაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა, 2019 წლის გამოცდების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა:

საგამოცდო პროცესის წარმატება, სწორედ, თქვენ მიერ გაწეული დაუღალავი შრომის შედეგია. ეს იყო მართლაც სანიმუშო წელი. მოხარული და ამაყი ვარ, რომ ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგამოცდო პროცესი.

ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა – ჩვენს პედაგოგებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა აიმაღლონ სტატუსი და გაიუმჯობესონ პირობები. ვერც ერთი რეფორმა, ცვლილება, თქვენ გარეშე წარმატებით ვერ განხორციელდება.

მადლობას გიხდით საქმისადმი ასეთი დამოკიდებულებისა და გაწეული შრომისათვის!“.

 

აქვე გაწვდით შეფასებისას და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას საგრანტო ქულებთან დაკავშირებით:

შეგახსენებთ საგრანტო ქულის გამოთვლის წესს – ზოგადი უნარების სკალირებული ქულა მრავლდება 1,5-ზე, ემატება დანარჩენი 3 გამოცდის სკალირებული ქულა და მრავლდება 10-ზე.
თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას.
მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით
საგანი გრანტის % გრანტირებულთა რაოდენობა  გაცემული თანხა მინიმალური საგრანტო ქულა
მათემატიკა 100 267        600 750 7891.0
მათემატიკა 70 381        600 075 7717.0
მათემატიკა 50 1073       1 207 125 7349.5
ფიზიკა 100 59        132 750 7778.0
ფიზიკა 70 85        133 875 7532.5
ფიზიკა 50 237        266 625 6998.0
ქიმია 100 71        159 750 7827.5
ქიმია 70 102        160 650 7687.5
ქიმია 50 290        325 125 7321.0
ბიოლოგია 100 109        245 250 7921.5
ბიოლოგია 70 156        245 700 7787.0
ბიოლოგია 50 442        497 250 7501.0
ისტორია 100 201        452 250 7870.0
ისტორია 70 290        456 750 7721.5
ისტორია 50 814        915 625 7445.5
გეოგრაფია 100 154        346 500 7846.0
გეოგრაფია 70 221        348 075 7645.5
გეოგრაფია 50 619         695 812 7324.0
ლიტერატურა 100 85         191 250 7798.0
ლიტერატურა 70 121         190 400 7630.5
ლიტერატურა 50 342          383 875 7322.0
ხელოვნება 100 19           42 750 7775.0
ხელოვნება 70 29           45 675 7620.5
ხელოვნება 50 79            88 875 7213.0
სამოქალაქო განათლება 100 46           103 500 7758.0
სამოქალაქო განათლება 70 67           105 525 7583.0
სამოქალაქო განათლება 50 187           210 375 7283.5
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული