შაბათი, აპრილი 20, 2024

კატეგორიულად მოვითხოვ პასუხებს კითხვებზე, როგორც მოქალაქე და როგორც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე! – ალეკო ელისაშვილი

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის შეწყალებული მსჯავრდებულის ფაქტთან დაკავშირებით:

მე, როგორც შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, მაქვს კატეგორიული შეკითხვები პრეზიდენტ ზურაბიშვილთან – შეწყალების კომისიის დაშლის შემდეგ შეიკრიბა თუ არა ახალი კომისია? თუ კი – ვინ არიან კომისიის ახალი წევრები? თუ არა რატომ არ დაკომპლექტდა ამ ხნის მანძილზე კომისია?

პრეზიდენტმა გაგვცეს პასუხი ვინ შეადგინა შესაწყალებელთა სია? რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა შეწყალების დროს? რახან არ ვიცით კომისიის შემადგენლობა გაეცნო თუ არა ქალბატონი ზურაბიშვილი პირადად და დეტალურად თითოეული მსჯავრდებულის საქმეს?

ამ კითხვებზე კატეგორიულად მოვითხოვ პასუხებს, როგორც მოქალაქე და როგორც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე!” – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული