მე მაქვს ამბიცია, რომ “რუსთავი 2” გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების და თანამშრომლების ტელევიზია – ირაკლი იმნაიშვილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საზოგადოებას არხის აღმასრულებელი დირექტორი დირექტორი წარუდგინა. იგი გახლავთ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი. ამასთან იგი უხელმძღვანელებს, ასევე საინფორმაციო და გასართობი გადაცემების ნაწილს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა “რუსთავი 2”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა:

უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ შეიძლება თქვენ გგონიათ ეს “ნიუსრუმი” არის ცარიელი. დღეს, როდესაც შემოვედით ჩვენ აქ, დაგვხვდა თითქმის 800 ადამიანი და ასევე, რაც მოვისმინე თანამშრომლებისგან, არის ის, რომ ნაწილი იმ ჟურნალისტებისა, ვინც წავიდნენ, მათ უნდათ დაბრუნება. 

ჩვენ მოლაპარაკების რეჟიმში ვიმყოფებით არხის მფლობელებთან და მთავარი ამოცანა არის, რომ შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა. ეს იქნება კონტრაქტი მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის და ეს კონტრაქტი მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს, დაიცვან თავისი თავი და დაიცვან სარედაქციო დამოუკიდებლობა.

ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის აღქმა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა ეს არის ერთჯერადი პროცესი, ეს იქნება ყოველდღიური პროცესი.

სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არის ყოველდღიური პროცესი და “რუსთავი 2” იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, მაგრამ როგორც გვახსოვს, ხალხსაც და მფობელებსაც გამარჯვების მერე ეს ტელევიზია მალევე წაართვეს და თუ ჩვენი მოლაპარაკება დასრულდება წარმატებით, მე მაქვს ამბიცია, რომ რუსთავი2-ი გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების და თანამშრომლების ტელევიზია,“ – განაცხადა, არხის აღმასრულებელმა დირექტორმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *