პარასკევი, მარტი 29, 2024

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით დასასრულს უახლოვდება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

დასრულდა ახალი ოთხსართულიანი შენობის (მუზეუმის) მშენებლობა, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.

მუზეუმის მშენებლობის პარალელურად დაიწყო არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მის გასწვრივ არსებული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

 

ექსპონატებისა და მუზეუმის ფოტოები

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული