პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი, ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით ეხმიანება თავის თანაპარტიელთან, პოლიტიკურ მდივან გიორგი ცობეხიასთან დაკავშირებულ ინციდენტს, როდესაც შს სამინისტროს თანამშრომლებმა იგი გააჩერეს და დაკავებით დაემუქრნენ (რაზეც, სოციალურ ქსელში, ისაუბრა გიორგი ცობეხიამ).
აღნიშნულ ფაქტთა მიმართებაში მწვავე იყო თაკო ჩარკვიანის რეაქცია:
“აბა დაგელოდებით და “გადაგამტვრევთ” კიდეც ხერხემალში – ისედაც ველოდები, თქვენს პატარა “უხერხულ” მოძრაობას თქვენგან, პუტინ-ივანიშვილის ხელისუფლებავ, მეტი არც მინდა, სულ “პატარა ხელ-ფეხის ქნევა” და აგიხნით რა “მშვენიერი ” გარეწართა და ქვეყნის გამყიდველთა ცხოვრება!!!” – აცხადებს პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი.