სამშაბათი, აპრილი 16, 2024

უნდა ვიყოთ ერთიანი, რადგანაც მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ძლიერები – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე ქვეუნის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას და ყურადღება გაამახვილა ერთიანობაზე, რომ მხოლოდ ამაშია ერის სიძლიერე.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ვიწყებთ იმ ადგილიდან, საიდანაც ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის უკრაინის ვაჟებმა და გოგონებმა თავიანთი მომავალი, სიცოცხლე გასწირეს. და დღეს, ჩვენი მომავალი მათ ეუბნება “მადლობას”! მარადიული ხსოვნა დაღუპულებს!”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ქვეყნის პირველმა პირმა, თავის გამოსვლაში, აქცენტი გაამახვილა უკრაინელი ხალხის ერთიანობაზე.

“ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მაგრამ ჩვენ ერთიანი ვართ. უნდა ვიყოთ ერთიანი, რადგანაც მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ძლიერები. უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს. არა კამათი წარსულის გამო, არამედ გაერთიანება მომავლისათვის. უნდა ვიყოთ ერთიანი – უკრაინულენოვანი მოსახლეობა იქნება თუ რუსულენოვანი, მიუხედავად ასაკის, სქესის და რწმენისა. არა პლაკატებზე, არა ლოზუნგებზე, არამედ თითოეულის გულში უნდა ვიყოთ ერთიანი. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, ერთად უნდა ავაშენოთ ქვეყანა, ერთად უნდა შევძლოთ შეუძლებელიც” – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული