ამაზონს ბევრი “პატრონი” ჰყავს მსოფლიოში, შენს დაძიძგნილ ქვეყანაზე ამოიღე ხმა – თამარ ივერი

მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი, ჩვენი თანამემამულე თამარ ივერი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ტვიტერში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, სადაც სალომე ზურაბიშვილი სინანულს გამოხატავს ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის გამო.

საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად.

ჩვენ ვუერთდებით  ძალისხმევას, ჩვენი პლანეტის გადასარჩენად და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონისთვის“, – წერს ტვიტერში სალომე ზურაბიშვილი.

აღნიშნულ პოსტთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა თამარ ივერის და ფეისბუკის პირად გვერდზე თავისი პოზიცია დააფიქსირა:

შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა, მაგრამ საქართველოს გული იწვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვისთვისო ერთხელ მაინც სადმე დაგიწერია??? თუ ამაზონის თემაზე “წა-twitter-ება” უფრო ტრენდულია და მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე თავის გაპიარების უფრო დიდ საშუალებას გაძლევს?

ამაზონს ბევრი “პატრონი” ჰყავს მსოფლიოში, შენს დაძიძგნილ ქვეყანაზე ამოიღე ასე Worldwide მასშტაბით ხმა Mrs “პრეზიდენტო”, არ გვინდა ეს ორლარიანი თვითპიარი“.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *