ტვ “პირველს” ვერ გადაყლაპავთ, დაიხრჩობით – ლევან სამუშია

თავისუფალი დემოკრატების წევრი, იურისტი ლევან სამუშია, ფეისბუკის პირად გვერდზე ტვ “პირველის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას ქვეყნაში პუტინიზაციის საფრთხეს ხედავს:

ერთხელ დავწერე და კიდევ გავიმეორებ – ტვ “პირველს” ვერ გადაყლაპავთ, დაიხრჩობით. ის რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება არის პუტინის რეჟიმის სრული კალკირება, მაგრამ არის ერთი და თან დიდი სხვაობა, ეს საქართველოა!!!!! აქ არავის გასვლია და დარწმუნებული ვარ, არც ამჯერად გაუვათ პუტინიზაცია.

პუტინისტური რეჟიმისათვის დამახასიათებელი სრული შემადგენლობა სახეზეა, ხელისუფლების სამივე შტო ოკუპირებულია ერთი ადამიანის მიერ. ინსტიტუციები განადგურებულია, მაგრამ არის აქაც ერთი განსხვავება, მედია და იქ მომუშავე ბევრი ჟურნალისტი, რომელთათვის ფასეულობები, ღირებულებები მთავარია და ქვეყნის მომავალს დასავლეთში ხედავენ. საზოგადოება, რომელიც აიტანს სიდუხჭირეს, მაგრამ არ შეეგუება უსამართლობას, ქვეყნის პუტინიზაციას.

დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება. საქართველოს მომავალი ევროპაშია!!!

სრული მხარდაჭერა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი,Vato Tsereteli,ინგა გრიგოლია,Nino Zhizhilashvili,Dianna Trapaidze,Vakho Sanaia,Nene Dalakishvili,Lela Revishvili,Levan Kirvalidze,Anuna Akhalaia,Etuna Intskirveli,Tamuna Chikhladze,Giorgi Darchashvili,Manana Eliashvili,Giorgi Kvizhinadze,Lika Urotadze,Luka Khachidze,Salome Uertashvili,Katia Shamanauri. ………..

ესეც ჩემი თებერვლის პოსტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *