პარასკევი, აპრილი 19, 2024

მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს მიმართავს, მოუწოდებს გადაწყვეტილების დროულად მიღებისკენ და სთავაზობს ან მის მიერ ახლადდაფუძნებულ “მთავარ არხში” გადასვლას, ან პაატა სალიას “რუსთავი 2”-ში დარჩენას:

მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები – არის, ანუ ფული გვაქვს 🙂, შენობა – რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ.

აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი – ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ.

მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და

მოიპოვეთ
ჩვენთან 
ერთად
თავისუფლება

ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია ✌🏻

pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია – რჩება, ვისაც თავისუფლება – მოდის. as simple as that“.

ნიკა გვარამია ასევე ავრცელებს “მთავარი არხის” ლოგოს გამოსახულებას, რომლის ავტორიც გიორგი გაბუნიაა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული