პარასკევი, აპრილი 19, 2024

რას უნდა ველოდეთ მარიხუანასგან – ლარის გამყარებას თუ “სანთლების რევოლუციას”?

მარიხუანის თემა დიდი განხილვის საგანი გახდა, როგორც მედიაში თუ სოციალურ ქსელებში, ასევე პოლიტიკოსებსა და სასულირო პირებშიც კი. მსჯელობამ მოიცვა საზოგადოების პრაქტიკულად ყველა ფენა. მარიხუანასა თუ კანაფის მოხმარებაზე ზოგს საინტერესო ფაქტები გაახსენა:

აი რას იხსენებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა გადაცემა “პოლიტმეტრში”:

ჩემს ბავშვობაში, სტუდენტობის პერიოდში, მაგალითად სვანეთში, ოჯახი არ იყო კანაფი არ ჰქონოდა დათესილი და ეს გამოიყენებოდა, ცხადია არა ფარმაციის მიზნით, იმიტომ რომ ამას გამოცდილება იქ არ იყო, არამედ ეს იყო ჩვეულებრივი საკვები კულტურა.  ჩემი სტუდენტობის პერიოდში ძალინ ძნელად იპოვიდი ახლგაზრდას, რომელეიც ერთხელ, ორჯერ ან ინტენსიურად ეტანებოდა მარიხუანას, ალბათ სვანეთი ერთ-ერთი მეტად დაცული  მხარე იყო ამითი“.

სუბარი უფრო შორს წავიდა და ჩვეულებრივი ინგრედიენტების რანგში წარმოადგინა კანაფი:

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხაჭაპურში და ჭვიშტარში ეს არის ჩვეულებრივი ინგრედიენტი. ეს არის სვანეთში გავრცელებული ფეტვიანი ხაჭაპური. რამდენიმე წლის წინ, ჩემს ახალგაზრდობაში სვანეთში ჩვეულებრივ მზადდებოდა კანაფისგან ხაჭაპური, ისევე, როგორც ნებისმიერი გასვენების ინგრედიენტი იყო კანაფის თესლისგან დამზადებული ფხალი, რომელშიც ცხადია, ნარკოტიკული შემცველობა იყო ნულოვანი, რადგან კანაფის თერმული დამუშავების შემდეგ იქ ნარკოტიკი არ რჩება“.

კანაფმა, მარიხუანამ, რა თქმა უნდა, საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ” – აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. უფრო მეტიც,  იგი დიდ იმედებს ამყარებს კანაფისა თუ მარიხუანას ექსპორტზე და დარწმუნებულია, რომ “მარიხუანას კულტივაციით მიღებული ფულით ლარი გამყარდება“.

რამდენიმე თვის წინ, რადიო “კომერსანტის” ეთერში, “თეთრი ხმაურის” მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბექა წიქარიშვილი აცხადებდა, რომ “ტენდენცია მსოფლიოში არის ნარკომომხმარებლების  სისხლის სამართლის პოლიტიკისგან გათავისუფლება, საქართველო დღეს-დღეობით ატარებს ერთ-ერთ ყველაზე უმკაცრეს ნარკოპოლიტიკას მაღალი სასჯელებით და სისხლის სამართლის პოლიტიკით”.

დისკუსიებს მშვიდად არ ჩაუვლია მედიაშიც. ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გამოირჩევა ლიბერალური დამოკიდებულებით მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით და კობა დავითაშვილი, რომელსაც ძალიან მკაცრი მიდგომები აქვს ამ მხრივ.
შენ არა ხარ ქართველი, შენ ხარ მანქურთი, ტვინდაბინდული მარიხუანას სისტემატური მოხმარებით და შენ გჭირდება მკურნალობა და მე შენ გიმკურნალებ“.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, მარიხუანის კულტივაციის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ე.წ. “სანთლების რევოლუციას” ჰპირდება. თუმცაღა, ეს დაპირება, როგორც მეუფე განმარტავს, უფრო იუმორით იყო ნათქვამი.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, რა პოზიციას დაიჭერს “ქართული ოცნება”, სადაც საკმაოდ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა, აღნიშნულ საკითხთან, მით უფრო, მარიხუანას ექსპორტთან დაკავშირებით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული