ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“კურიერის” ჟურნალისტების ნაწილი “რუსთავი 2”-დან მიდის

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო პროგრამა “კურიერის” ძირითადი ბირთვი არხს ტოვებს.

როგორც ჩანს დიანა ჯოჯუასა და მიხეილ სესიაშვილის მიერ 20 აგვისტოს 9-საათიან “კურიერში” (რომელიც მხოლოდ 4 წუთი გაგრძელდა) არხის დატოვების თაობაზე განცხადების გაკეთებამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და მეორე დღეს ეთერში არ გავიდა 12, 15, 18 საათის “კურიერი”, პარალელურად კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საინფორმაციო პრაგრამის ჟურნალისტები, წამყვანი სახეები ტოვებენ ტელეკომპანიას.

ჯადოსნური 13 წელი გავატარე “რუსთავი 2”-ში, ამაყი ვარ ყველა წლით, ყველა წუთით და ყველა ჩემი მეგობრით, კოლეგით, იმ ჩემი ძალიან დიდი ოჯახით, რომელიც დღეს აქ არის ჩემთან ერთად,” – აღნიშნავს ნათია გოქსაძე.

ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს ეს ტელევიზია, “რუსთავი 2”, ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღემდე ასე იყო და მე დღეს მივიღე, ალბათ, ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი,” – აცხადებს თამარ ბაღაშვილი.

მთელი დღის განმავლობაში თავად ბატონ პაატასაც ჰქონდა ჩვენთან საუბარი, მას ნამდვილად არ უნდოდა, რომ ჩვენ წამოვსულიყავით, აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, თუმცა ვერ ვხედავდით რა უნდა გაგვეკეთებინა, გამორთულია ეთერი, წამყვანი არ ჰყავს საინფორმაციოს,” – აღნიშნავს დავით ქაშიაშვილი.

არხს ტოვებენ ასევე პაატა იაკობაშვილი, ნინო სამყურაშვილი და სხვები. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაირკვევა ის, თუ ვინ დარჩება არხზე დღევანდელი “კურიერელებიდან” და ასევე ვინ ჩაიბარებს საინფორმაციო სამსახურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს იქნება ნინო შუბლაძე, რომელმაც “რუსთავი 2” წლების წინ დატოვა ფარული თვალთვალის სკანდალის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ ნინო შუბლაძეს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია გავრცელებული ინფორმაცია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული