პარასკევი, აპრილი 19, 2024

ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე ან დაბლა ჩადის – კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე

ფერიცვალების დღესასწაულზე ქადაგებისას ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება კათოლიკოს-პატრიარქმა. “ერთ მდგომარეობაში არაფერი არ ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება” – აღნიშნავს ილია მეორე:

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ფერისცვალებას. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული. მაცხოვარმა წაიყვანა მოწაფეები: პეტრე, იაკობი და იოანე, აღვიდა თაბორის მთაზე და გამოეცხადა მათ სხვა სახით. მისი სახე და სამოსელი ბრწყინავდა ვითარცა მზე.

დგას საკითხი – რა ნათება იყო ეს ნათება, რომელიც იხილეს მოციქულებმა. ეს იყო არაბუნებრივი ნათება, ღვთაებრივი ნათება. მრავალი წმინდა მამა ეხება ამ საკითხს. ტროპარი გვეუბნება, რომ ეს იყო ნაწილი იმ ნათებისა, რომელიც ჰქონდა მაცხოვარს; მაცხოვარს რომ მთელი ნათება ეჩვენებინა, მოციქულები ვერ გაუძლებდნენ.

დღეს ჩვენ ვიფიქროთ, რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება მოხდეს ჩვენშიც. ერთ მდგომარეობაში არაფერი არ ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება. 

ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო. ჩვენს დროში, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, მის ბუნებასა და გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა და ხორციელმა არ გაიტაცოს იგი. 

ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს. 

წყალობა ღვთისა, ნათელი ღვთისა, მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. 

ჩვენთან არს ღმერთი!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული