პარასკევი, აპრილი 19, 2024

თუ ასე პირდაღებულებმა უნდა ვუყუროთ, როგორ გვიგდებენ აბუჩად, მაშინ ეს ქეციანი ხელისუფლება რა საჭიროა? – ალეკო ელისაშვილი

საოკუპაციო ხაზთან შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო მწვავე კრიტიკას არ იშურებს ხელისუფლების მიმართ “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი:

ოკუპანტები ტერიტორიას ღობავენ როგორც უნდათ, ხალხს იტაცებენ პანტაპუნტით.

უშიშროების საბჭო მაინც მოიწვიეთ თქვე სამარცხვინოებო და სიაბანდზე მაინც შეშფოთდით. თუ ასე პირდაღებულებმა უნდა ვუყუროთ, როგორ გვიგდებენ აბუჩად, მაშინ ეს ქეციანი ხელისუფლება რა საჭიროა?

რაში იღებენ ხელფას-პრემიებს და რატომ დასეირნობენ ჯიპებით?

პრეზიდენტს მიაქციოს ვინმემ ყურადღება, ლოპოტაზე ძაან არ დაეწვას კანი “ზაგრის” მიღების დროს. გადაეცით რომ მაგაზე ვდარდობთ მთელი ერი, დანარჩენი კარგადაა ყველაფერი” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ალეკო ელისაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული