ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ, ჩემი ხელმძღვანელობით – ნიკა ლალიაშვილი

რამდენიმე დღის წინ  ტელეკომპანია “იმედზე” გავიდა აგვისტოს ომის თემაზე გადაღებული სკანდალური ფილმი, რომელსაც საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისა და განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ თავიდან უცნობი იყო ფილმის ავტორის ვინაობა, თუმცაღა მალევე პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა აიღო და განაცხადა, რომ სწორედ მისი პროდიუსინგით, მისი ხელმძღვანელობით დამზადდა ფილმი.

პროდიუსერი ვარ მე!

ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ, ჩემი ხელმძღვანელობით.

რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა.

ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის. და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას.

აღებული არის ის დოკუმენტები, რომელსაც ხელს აწერდა მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები.

ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის“, – განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *