ვინც კი გაყარა “ნაციონალურმა მოძრაობამ” აღმოჩნდა “ქართულ ოცნებაში” – ეკა ბესელია

ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნების გზით. თუ როგორ მივალთ არჩევნებამდე, საკმაოდ რთულად ვუყურებ ჩემი გამოცდილებით. ძალიან მძიმე შემოდგომა, საარჩევნო კამპანია გველოდება” – აღნიშნა ეკა ბესელიამ ტვ “პირველის” ეთერში, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში”.

პარტია “სამართლიანობის” დამფუძნებელი და ლიდერი თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე:

ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ მოხვდება პარლამენტში. ჯერ-ჯერობით რა სურათსაც ვხედავთ, ამ სურათის შეცვლაა აუცილებელი. ეს ორი პოლუსი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. უნდა გაჩნდნენ დამოუკიდებელი მოთამაშეები, რომლებიც არც ერთ და არც მეორე პოლუსთან არ ასოცირდება და არ არის მათი სატელიტი.

ჩვენი, ვინც ვფიქობთ, რომ ამ ქვეყანას დემოკრატია, სასამართლოს და ადამიანის უფლებების უკეთესი სტადარტი სჭირდება, ამოცანა არის, შეიქმნას ალტერნატიული ცენტრი. ყველა შემთხვევაში ეს უნდა იყოს დასავლური ტიპის პარტია ან პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელთაც ძალიან მკაფიო საგარეო ვექტორი აქვთ და ეჭვქვეშ არ აყენებენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს, აგრეთვე არ ამძიმებთ წარსულის დანაშაულებრივი პოლიტიკური ტვირთი,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მმართველ პარტიაში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ივანიშვილის გარემოცვაზე აკეთებს აქცენტს “ქართული ოცნებიდან” წამოსული დეპუტატი.

მთავარი პირი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე – ივანიშვილი, ის რომ მთელი სიმძიმე კრიტიკის და უკმაყოფილების მისკენ მიემართება, ეს ბუნებრივია და მასაც აღარ უნდა უკვირდეს, იმიტომ რომ კონცენტრირება მოხდა მთლიანად გადაწყვეტილებების მთელი სიმძიმის მასთან. მე არც კი მეგულება არავინ, ვინც მას კრიტიკულად დაელაპარაკება, განსხვავებულ პოზიციას თამამად და ღიად ეტყვის” – აღნიშნავს ეკა ბესელია.

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების “ქართულ ოცნებაში” გადასვლაზე ამახვილებს ასევე ყურადღებას ბესელია:

ვინც კი გაყარა “ნაციონალურმა მოძრაობამ” აღმოჩნდა “ქართულ ოცნებაში” და აღმოჩნდა არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ ყველა ინსტიტუციაში.

ცოტა ხნის წინ ჰყვებოდა ადეიშვილი. რომ თურმე ღამის მორიგე იყო ვანო ზარდიაშვილი მის უწყებაში“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *