პარასკევი, მარტი 29, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ ბათუმში

ქ. ბათუმში მეორე დღეა მიმდინარეობს შვილმოკლული მშობლების აქცია/ღონისძიება. მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი ხელმოწერებს აგროვებენ, თავიანთი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმის მოთხოვნით.

როგორც ცნობილია, 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რამდენიმე დღის შემდეგ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა საავადმყოფოში. წელიწადნახევარზე მეტი ხანი გავიდა, რაც უშედეგოდ ითხოვს შვილმოკლული მამა სამართალს, ითხოვს დამნაშავეების დასჯას.

თვეების განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებშიცხოვრობდა მალხაზ მაჩალიკაშვილი და ხელისუფლებისგან ითხოვდა მისი უფლებების დაცვას, თუმცა არც პროკურატურამ შეასრულა თავისი დანაპირები, როცა ა.წ. 6 მაისს განაცხადა, რომ “უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება” და არც პარლამენტი დაეთანხმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმას, ჩააგდო რა შესაბამისი დადგენილების პროექტი. არადა მანამდე პარლამენტის 150-ვე დეპუტატს მიმართა წერილობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

2 თვის წინ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმის მოთხოვნით, ხელმოწერების კამპანია წამოიწყო, რეგიონებში გასვლითი ღონისძიებებით, რა დროსაც სურს მოსახლეობას პირადად სურს აუხსნას აღნიშნული კომისიის შექმნის მნიშვნელობა და აუცილებლობა.

ზაზა სარალიძის მეუღლე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების დროს ბათუმში, გვერდით დაუდგა, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს.

აქტიურობდა ადგილობრივი მოსახლეობა აჭარის დედაქალაქში და ამ აქტიურობას ხელი ვერც წვიმიანმა ამინდმა შეუშალას.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადება, მას დაგეგმილი აქვს საქართველოს რეგიონების შემოვლა და 100 ათასამდერ ხელმოწერის მოგროვება. ხელმოწერების გაგრძელებას, შვილმოკლული მამა, ხვალიდან სამეგრელოში, ზუგდიდში გეგმავს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული