შაბათი, აპრილი 20, 2024

ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა – ნიკა გვარამია

ფეისბუკის პირადი გვერდიდან ახალი ტელეკომპანიის დაფუძნებას ამცნობს საზოგადოებას “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი.

წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ” – აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია საჯარო რეესტრიდან შესაბამის ამონაწერსაც ასაჯაროვებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული