სამშაბათი, აპრილი 23, 2024

ვითარება გუგუტიანთკარში: პროტესტი, შეფასებები, პოზიციები

2019 წლის 7 აგვისტოს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და ამჟამად ეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში განხორციელდა.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა რფოგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები და უკანონო ბორდერიზაციის პროცესი უმწვავესად შეფასდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესდაბამისი განცხადება გაავრცელა:

ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი: დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარე პროცესის სათანადო შეფასებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას.

საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების არსებულ გარემოს,” – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ხელოვნური ბარიერების აღმართვისა და ახალი საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესის თაობაზე ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელებში გაავრცელა ძალა ერთობაშია-ქაცარავას გუნდმა.

ეს სოფელი გახლავთ გორის რაიონის სოფელი გუგუტიანთკარი. ოკუპანტებმა შეღობეს ადგილობრივი მცხოვრების, ლავრენტი გუგუტიშვილის და გივი რაზმაძის ეზო,” – აცხადებს დავით ქაცარავა.

როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები აღნიშნავდნენ, მძიმედ განიცდიდნენ მომხდარ ფაქტს იქ მყოფი პოლიციელები:

ჩვენი პოლიციელი ტიროდა, კეხველი ბიჭი – აქ მიდგას ბოღმა, ცრემლებიო, რა გავაკეთოო. აბა, რა გავაკეთოთ?!“.

გასაგები, ძალიან საუბედურო და სამწუხაროა, რომ რუსეთი ვალდებულებებს არ ასრულებს,” – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩვენ გუგუთიანთკარში მონიტორინგს ყოველდღიურად ვახორციელებთ. ვმუშაობთ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში” – აღნიშნავდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, რომელიც მისიის სხვა წევრებდან ერთად იმყოფებოდა გუგუტიანთკარში.

გუგუტიანთკარში მიმდინარე პოროცესს ხელისუფლების მხრიდან ურურადღებობას უკავშირებს საპარლამენტო ოპოზიცია.

როდესაც სრული უყურადღებობა არის სახელმწიფოს მხრიდან, რუსეთს ხელ-ფეხი აქვს გახსნილი, რომ ჩაიდინოს ის თავხედობა, რასაც სჩადის – როდესაც დღესაც ავლებს მავთულხლართებს“- განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

როდესაც ეს რეჟიმი მოშორდება საქართველოს აუცილებლად რუსეთის წინაშე ბევრად უფრო მწვავედ დადგება საერთაშორისო ასპარეზზე და ამისთვის რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ.

ხელოვნური ბარიერების აღმართვიდან ერთი კვირის შემდეგ საოკუპაციო ძალების მიერ ტერიტორიის შემოღობვის პროცესიც განხორციელდა, შედეგად კი 9 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

უმძიმესი ფაქტია ასევე ის, რომ საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდეს სარწყავი არხიც, რომლითაც დღემდე მარაგდებოდა რამდენიმე სოფელი.

ეკა ბესელიას ხელისუფლებას საყვედურობს და მათგან მეტ კომუნიკაციას მოითხოვს, ისედაც გაწამებული და დათრგულული მოსახლეობისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძეს კი მიაჩნია, რომ “ვინც საჭიროა, ყველა ჩადის იქ… ეს ყველაფერი არის რუსეთის მიერ მოფიქრებული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, თორემ თანამდებობის პირები ჩადიან, შესაბამის პროტესტსაც აცხადებენ“.

უმძიმესი ფაქტია, რომ ოკუპანტებმა მოსახლეობას სახლების დასაშლელად, რომლებიც ახლადგავლებული საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდნენ, 3 დღიანი ვადა მისცეს, თავიანთი სახლების დემონტაჟისა და გატანისთვის…

სააგენტო “პარალელი” გმობს გუგუტიანთკარში მავთულხლართების გავლების და საერთოდ ქვეყანაში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის პროცესს, ისევე როგორც ქართული რეგიონების ოკუპაციას!

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული