ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

თბილისის მერია გლდანის მე-6 მიკრორაიონში ახლადრეაბილიტირებულ პარკში ჩატარებული სამუშაოების ნუსხას აქვეყნებს

დედაქალაქის მერია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, “ეკოსერვის ჯგუფისა” და “თბილსერვის ჯგუფის” ძალისხმევით, რეაბილიტაციის ფარგლებში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში ახლადრეაბილიტირებულ პარკში ჩატარებული სამუშაოების ნუსხას აქვეყნებს:

• აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი;
• განახლდა პარკის ავეჯი;
• მოეწყო კალათბურთის მოედნის საფარი და ტრიბუნა;
• რეაბილიტირდა და მოიხატა ექსტრემალური სპორტის მოედნის – სკეიტ პარკისა და ე.წ ლოკოკინას კედლები;
• შეიღება და გასწორდა აუზის ცხაურები;
• რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს;
• განახლდა ძაღლების სასეირნო სივრცე;
• აღდგა დაზიანებული ასფალტის საფარი და გადასასვლელი ხიდი, გასწორდა და დაემატა ახალი ჭები;
• მოეწყო ველობილიკი;
• დაიდგა ახალი ნაგვის ურნები;
• დაემატა ახალი გარეგანათების ბოძები;
• დამონტაჟდა ენერგოეფექტური სანათები, მოეწყო მხატვრული მინათება;
• გაძლიერდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
• სკვერში ახალდარგულ 356 ხეს და 60 ძირ ბუჩქს, დაემატა სხვა მწვანე ნარგავებიც, მათ შორის თუთა, წყავის ბუჩქები და წითელი ნეკერჩხლები.
• 6570 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჰიდროთესვის მეთოდით დაითესა ბალახი;
• დაიგო 500კვ.მ რულონური ბალახი და ჩატარდა მულჩირების სამუშაოები.
• სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ბორდიურები, რომლებიც კირქვით მოპირკეთდა.

 

ახლადრეაბილიტირებული პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონში

(ფოტოები, ვიდეო)

https://paraleli.ge/3900/ვარ-უბედნიერესი-ადამიანი/

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული