პარასკევი, აპრილი 26, 2024

სოლიდარობა მნიშვნელოვანია: “ახალი საქართველოს” საქველმოქმედო აქცია

“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის ორგანიზებით სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. ბავშვებისთვის სათამაშოები “ახალი საქართველოს” წევრმა გიორგი ჩოჩიამ გამოყო.

ჩვენ ხშირად ვცდილობთ მსგავსი საქველმოქმედო აქტივობების განხორციელებას და ყოველთვის მზად ვართ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების მხარდასაჭერად გამართულ აქტივობებში მივიღოთ მონაწილეობა. მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გვერდით დგომა, ვინც გარკვეული მიზეზების გამო თანადგომას საჭიროებს. სოლიდარობა მნიშვნელოვანია, – აცხადებს “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე.

“მიხარია რომ მომეცა საშუალება დღეს რამდენიმე ათეული ბავშვი გამეხარებინა. მსგავს საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი იყოს ჩართული სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერ აქტივობებში. ვისურვებ ყველა ბავშვს ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა,“ –  გიორგი ჩოჩია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული