არ შეიძლება, რომ სამოქალაქო სამართალში “შეჩხირო” სისხლის სამართალი კონტრაქტის თავისუფლების ნაწილში – ნიკა გვარამია

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ალოგიკურად მიიჩნევს მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს:

მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სახეზეა, ჩემთვის, მართალი გითხრათ, ძალიან ხელსაყრელია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამას ახლა დიდებულად ჩამოვწერ, რომ ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმე რომაა, იმიტომ რომ ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში და ყველა სისტემაში – ბრიტანულ-ამერიკულით დაწყებული გერმანულ-ფრანგულით დამთავრებული, ასეთი რამ არ შეიძლება, რომ სამოქალაქო სამართალში „შეჩხირო“ სისხლის სამართალი კონტრაქტის თავისუფლების ნაწილში, ამ მოსამართლემ ჩათვალა, რომ შეიძლება და არ შეიძლება, არა. ჩემთვის რა, დავწერ, პოლიტიკურ დევნილობას მივაწვები იმიტომ, რომ ვარ,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *