პარასკევი, მარტი 29, 2024

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტთის, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებებზე აკეთებს კომენტარს:

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, აღვნიშნე, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრებებზე კომენტარს არასდროს გავაკეთებდი, მაშინაც კი, როდესაც ეს მოსაზრებები პერსონალურად შეურაცხმყოფელი გახლდათ.

თუმცა, მისმა სულ ბოლო ინტერვიუმ 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან მისი ურთიერთობების თაობაზე ყოველგვარი ზღვარი გადალახა და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე მოახდინა ზეგავლენა.

მე ერთმნიშვნელოვნად ვგმობ გამოთქმულ შეხედულებებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას და ჩვენს პარტნიორებსა და ლიდერებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს გვერდში დგანან შეურაცხყოფას აყენებს. ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავსი სახის ტყუილები და ფაქტების დამახინჯება უპასუხისმგებლო და მიუღებელ ქმედებას წარმოადგენს. ეს არის აშკარა მცდელობა საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა დააზიანოს, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე, ევროკავშირისა და ატლანტიკური ალიანსის მიმართ მიმავალ გზაზე.

ქართველი ხალხის სახელით, კვლავ გამოვხატავ ჩემი ქვეყნის უდიდეს მადლიერებას იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ იქნა გამოხატული 2008 წლის ომის დაწყებამდე, მისი მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიმართ, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს აზიანებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული