სამშაბათი, აპრილი 16, 2024

ეს არის ტელეკომპანია, რომელიც შევქმენით ჩვენი საკუთარი ხელებით და ვერ გააჩერებთ – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ტვ “პირველის” თოქ-შოუ “რეაქციის” წამყვანი ამავე ტელევიზიის მფლობელის ვახტანგ (ვატო) წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და მიაჩნია, რომ ყოველივე ეს მედიაზე ზეწოლას უკავშირდება და მას განიხილავს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ჭრილშიც:

ერთი პროცენტით რომ არ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ტელეკომპანია “პირველს”, რა თქმა უნდა მე აქ არ ვიქნებოდი

ასიდან ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკავშირდება, სწორედ, ტელეკომპანია “პირველს” და რატომ: წეღან ვახტანგ წერეთელმაც თქვა – ადამიანებს ბრალი ისე წარუდგინეს და გირაო ისე შეუფარდეს, რომ კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც წესით საქმის მონაწილე უნდა ყოფილიყო, არ გამოუკითხავთ.

მას მერე, რაც ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო რუსთავი 2 და მე ძალიან ვწუხვარ ანა (მიმართავს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს, რედ.), მაგრამ პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენ დიდი ხანი გამუშავებენ “რუსთავი 2”-ზე. სახელებით და გვარებით შემიძლია ჩამოგითვალოთ, ვისით ჩაგანაცვლებენ თითოეულ თქვენგანს, იმიტომ რომ ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველანაირი გეგმის შესახებ.

მას მერე, რაც “რუსთავი 2” ჩაიდეს ჯიბეში, იფიქრეს რომ ბარემ აგვისტოა რა, ბარემ ტვ “პირველიც” მივაყოლოთ.

ახალი ალბათ არც ერთი თქვენგანისთვის არ იქნება, რომ ტელეკომპანია პირველზე იყო კულუარული მცდელობები და შეტევები, რაზეც მე არ ვისაუბრებ. ამაზე უნდა ისაუბროს არხის დამფუძნებელმა, როდესაც ის ამას საჭიროდ ჩათვლის. მე ზუსტად ვიცი, რომ ეხლა იმიტომ დაიბარეს ვახტანგ წერეთელი, რომ “რუსთავი 2” ჩავიდეთ ჯიბეში და ტელეკომპანია “პირველსაც” ბარემ, სანამ საარჩევნო პროცესში შევა ქვეყანა, – გავაჩერებთ. მე მინდა ვუთხრა ყველას, ვერ გააჩერებთ! ეს არის ტელეკომპანია, რომელიც შევქმენით ჩვენი საკუთარი ხელებით“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული