სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები 8 აგვისტომდე ომის დაწყებას სეპარატისტულ რეჟიმს აბრალებდნენ და რუსეთს ხელს აფარებდნენ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე საკუთარ შეფასებებს აქვეყნებს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ:

არსებობს რამდენიმე უდავო ფაქტი:

1. რუსეთი ოკუპანტია!

2. საქართველოში ომი 2008 წელს დაიწყო რუსეთმა, ის შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე!

3. ჩვენი ბიჭები, რომლებიც ამ ომში იბრძოდნენ, არიან გმირები!

4. ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება!

5. სააკაშვილის ხელისუფლება (განზრახ თუ გაუფრთხილებლობით, უფრო განზრახ) წამოეგო რუსულ პროვოკაციას და შედეგად დაიკარგა ტერიტორიები, დაგვეღუპა ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე და რამდენიმე ათასი იქცა დევნილად.

6. რუსეთ-საქართველოს ომამდე სააკაშვილმა კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი, ხოლო 2007 წლის 10 მაისის ბრძანებულებით სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შექმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელსაც ამავე ბრძანებულებაში უწოდა ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი’’. შესაბამისად დაადგინა მისი საბჭოთა კავშირის დროინდელი ე.წ. საზღვრებიც.

7. სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები 8 აგვისტომდე ომის დაწყებას სეპარატისტულ რეჟიმს აბრალებდნენ და რუსეთს ხელს აფარებდნენ.

8. სააკაშვილმა 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულებაში ჩაწერა, რომ რუსული ტექნიკა და რუსი სამხედროები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ, ხოლო მასირებული შეტევა 7-8 აგვისტოს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელდა სეპარატისტების მიერ.

9. ნაცვლად იმისა, რომ რუსული სამხედრო აგრესიის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე გადასულიყო, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველო ჩაერთო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში.

10. ამ ფონზე, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ომის დღეებში, მიმდინარე მოვლენებზე გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა რუსეთის მოთხოვნით.

11. 2008 წლის 2 ოქტომბერს ნაცებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმა მისცეს რეზოლუციას, რომლის მე-5 პუნქტი იყო სუფთა რუსული ნარატივი.

12. ნაცების ნებისმიერი აქტივობა რუსულ თემასთან დაკავშირებით მთავრდება ისეთი შედეგით, რომელიც აწყობს მხოლოდ რუსეთს, აზიანებს საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს, აღრმავებს ოკუპაციის პრობლემას.

13. ასეთი აქტივობები კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც საქართველოში არ შედგა ,,გავრილოვის რევოლუცია’’.

14. რამდენჯერაც ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური პრობლემები შეექმნა (მათ შორის ლეგიტიმაციის – 2008 წლის იანვრის არჩევნების შემდეგ), იმდენჯერ გააქტიურდა რუსეთი ან რუსული თემა.

15. არ ყოფილა 2003-2012 წლებში ოპოზიციური აქტივობა, რომელსაც ნაცებმა არ მიაკერეს რუსული იარლიყი.

16. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ნაცების მიერ მხილებული პოლიტიკოსები დღეს მათ მხარდამხარ იბრძვიან და ცდილობენ ეს იარლიყი ,,ქართულ ოცნებას’’ მიაკერონ.

17. ევროპარლამენტმა რეზოლუცია ოკუპაციის შესახებ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით პირველად 2018 წელს მიიღო.

18. როგორც ჩანს, 2008 წლის ომის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია ნაცების შიდა საუბრების შესახებ, რომ მათ ამოისუნთქეს ამ ომით, არის მართალი, – შოთა უტიაშვილი და გიგა ბოკერია დღესაც იგივე ფრაზას იმეორებენ.

19. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სხვა შედეგი – საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო მიუხედავად შიდა თუ გარე მტრებისა და ამაში განსაკუთრებულ როლს ჩვენთან ერთად ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეასრულებენ!

One thought on “სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები 8 აგვისტომდე ომის დაწყებას სეპარატისტულ რეჟიმს აბრალებდნენ და რუსეთს ხელს აფარებდნენ – მამუკა მდინარაძე

  • აგვისტო 11, 2019 at 5:22 pm
    Permalink

    სამარცხვინო განცხადება

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *