“რუსთავი 2”-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

“რუსთავი 2”-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას განზრახული ჰქონდა მისი გაშვება ტელევიზიიდან და ეს სისრულეში მოიყვანა, უსუსური ბრალდებით მოახდინა ჩემი გაშვება, თითქოს რაღაც დოკუმენტი არ წარვუდგინე:

პაატა სალიას, როგორც იურისტს კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ დასაბუთებული უნდა იყოს ადამიანის სამსახურიდან გაშვება, მას არანაირი დასაბუთება არ დაუწერია ჩემ შეტყობინებაში, როგორც მე HR ხელმძღვანელისგან ვიცი, მან (პაატა სალიამ, რედ.) პირადად შეადგინა ეს დოკუმენტი და არა HR-მა, შესაბამისად, მას მოუწევს უკვე სასამართლოში აგოს პასუხი. რა ანგარიში არ წარვუდგინე გაუგებარია, მარტო ჩემგან რატომ ითხოვდა, რატომ სხვა იურისტებს არ თხოვდა, ან რა ფორმით სურდა ანგარიში, ან როდის ჰქონდა დედლაინი, მას არაფერი მსგავსი არ უთქვამს ჩემთვის, უბრალოდ ითხოვდა ზოგად ინფორმაციას, რაც მივაწოდე, თუ მას რაიმე პრეტენზია ჰქონდა და არ შევასრულე რაიმე კარგად, საყვედური უნდა გამოეცხადებინა და არა სამსახურიდან გავეთავისუფლებინე.

მას წინსწრებით განზრახული ჰქონდა ჩემი გათავისუფლება, გამოითხოვა წინასწარ ჩემი ხელშეკრულება და ეძებდა რაიმე საფუძველს, რომ გავეშვი,” – აცხადებს თამთა მურადაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *