მოქმედი ხელისუფლების პირობებში ოკუპაციის თემამ აქტუალობა დაკარგა – ნანა ტოხვაძე

“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნანა ტოხვაძემ გერმანიაში გამართულ სემინარებზე საქართველო წარადგინა.

ლიდერობის საერთაშორისო აკადემიაში 24 ქვეყნის წარმომადგენლის  წინაშე მისი წითელი თვალსახვევით (წარწერით 20%) გამოსვლა სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. ნანა ტოხვაძემ თავის სიტყვაში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა 20 ივნისის შემდგომ საქართველოს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებსა და ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან მანიფესტაციაზე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტების საბაბად იქცა და “გავრილოვის სისხლიანი ღამის” სახელით შევა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

“მოქმედი ხელისუფლების პირობებში სამწუხაროდ, ოკუპაციის თემამ აქტუალობა დაკარგა საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და საერთასორისო თანამეგობრობას არ შევახსენოთ, რომ #რუსეთიოკუპანტია და ჩვენი ქვეყნის 20% ექსპანსირებული. შეუძლებელია, არ ვითხოვოთ საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ამ ბრძოლაში, რადგან საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, საზოგადოებისთვის ეს თემა უმწვავესია” –  განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *