შაბათი, აპრილი 20, 2024

შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით – არჩილ თალაკვაძე

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პროექტი გააცნო საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ:

შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ჩვენ გვსურს გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა მომავალში პოლიტიკა საქართველოში იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი, შემცირდეს პოლარიზაცია და მეტი სივრცე იყოს თანამშრომლობისა და საქმიანი დისკუსიისთვის“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ 2017-2018 წლებში განახორციელა მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგად დაინერგა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ. მისივე თქმით, 2024 წელს უნდა მომხდარიყო არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მკაფიო და გაბედული ინიციატივების კვალდაკვალ, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების ვადის 2020 წელს გადმოწევასთან დაკავშირებით.

ჩვენ, როგორც დემოკრატიული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი, წავედით შემხვედრ ნაბიჯებზე – 1 თვის წინ, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პროპორციული არჩევნები 2020 წელს ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს. ამით, უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვანიჭებდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყების წინ, საზოგადოებას საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები პარტიების დაფინანსების და მისი გამჭვირვალობის, უფასო საეთერო დროის განაწილების, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობისა და კონტროლის, პარტიების რეგისტრაციის და საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ წარუდგინა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული