გაზრდილია რუსეთის მოქალქეების შემოსვლის ტენდენცია სახმელეთო მიმართულებით – მარიამ ქვრივიშვილი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 7 თვის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. მონაცემები სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარმოადგინა.

იანვარი-ივლისის თვის მონაცემებით, ჯამურად, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია საერთაშორისო მოგზაურების მიმართულებით გაიზარდა 7,8%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით და უშუალოდ ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 8%-ით. რაც შეეხება რუსეთის მიმართულებას, ჩვენ რუსეთიდან გვაქვს 6,4%-იანი კლება რუსი ვიზიტორების მიმართულებით, რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს 14%-იანი კლებაა უშუალოდ რუსეთის მიმართულებიდან

მიუხედავად იმ პროპაგანდისა, რომელიც მიმდინარეობს რუსეთში, ადამიანებს მაინც აქვთ სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.

გაზრდილია რუსეთის მოქალქეების შემოსვლის ტენდენცია სახმელეთო მიმართულებით და კონკრეტულად, გამოკვეთილად სახმელეთო-სასაზღვრო პუნქტია, მათ შორის, ყაზბეგის გამშვები პუნქტი” – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი

აქვე აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით “ივლისში საერთაშორისო ვიზიტორები 4.5%-ით, ხოლო ტურისტულ ვიზიტებში 1%-იანი ზრდაა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *