პარასკევი, აპრილი 19, 2024

გამოძიება “ქართული ოცნების” ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკის ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკის ყოფილი მინისტრების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გაჩენილ კითხვებს საგამოძიებო საქმიანობის წარმოება მოჰყვა. ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე, სხვადასხვა დროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები დავით შავლიაშვილი და ზურაბ ალავიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის სესხის სახით გამოყოფილ, 710 მილიონ ლართან დაკავშირებით მოუწევთ კითხვებზე პასუხების გაცემა.

როგორც ცნობილია, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება 2018 წლის ივლისიდან მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული