მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა – ილია II

დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე ისაუბრა საკვირაო ქადაგებაზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე; იმ დროს, როცა ჯვარს აცვეს მაცხოვარი და მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარსა და მარიამ მაგდალინელსა და მენელსაცხებლე დედათა შორის, ეს არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ერთობა, როგორ უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ; როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. 

ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი ღვთისა და სამშობლოს წინაშე” – აღნიშნავს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *