უპრეცენდენტო ნეპოტიზმის ფაქტები ხონის მუნიციპალიტეტში – თამთა შამათავა

“ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, თამთა შამათავა ნეპოტიზმთან დაკავშირებით თავისი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს. ამჯერად ხონის მუნიციპალიტეტში არსებული ნეოტიზმის ფაქტების შესახებ აცნობს საზოგადოებას.

უპრეცენდენტო ნეპოტიზმის ფაქტები ხონის მუნიციპალიტეტში. საჯარო სამსახურებში დასაქმებული საკრებულოს თავმჯდომარის ძმა, ცოლი, ცოლის დეიდა, დეიდაშვილი, მეჯვარე, დეიდაშვილის ცოლი, სიმამრი.

ხონის საკრებულოს თავმჯდომარის ვალერი ბახტაძის ცოლი, მარიამ მანაგაძე ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს, მისი ძმა – ზაზა ბახტაძე დასაქმებულია, ხონის მაჟორიტარის გივი ჭიჭინაძის ბიუროში, ბიუროს უფროსის პოზიციაზე. დეიდაშვილი, მაკა ტაბიძე საკრებულოს წევრი და ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარეა. საკრებულოს თავმჯდომარის ცოლის დეიდაც კი დანიშნეს წამყვან პოზიციაზე, კერძოდ, ნატო ჩაკვეტაძე მუშაობს მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ვალერი ბახტაძის მეჯვარე, არჩილ საღარაძე, არის ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარე. ბახტაძის დეიდაშვილის ცოლი, სოფო ლიპარტელიანი კი – დასაქმებულია მერიის საფინანსო სამსახურში. ასევე, ვალერიან ბახტაძის სიმამრი, ლუკა მანაგაძე იყო საფეხბურთო კლუბ “იმერეთის”-ს დირექტორი. თუმცა, ფინანსური დარღვევების გამო, აუდიტის დასკვნის შემდეგ, დირექტორობის პოზიციიდან გადაიყვანეს რიგით თანამშრომლად.

ეს არის არასრული ჩამონათვალი, თუმცა ესკონკრეტული ფაქტებიც საკმარისია, იმ მძიმე სურათის დასანახად, რაც ხონის რაიონში ხდება” – აცხადებს თამთა შამათავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *