პარასკევი, მარტი 29, 2024

საქმე არის სრულიად აბსურდული – ნიკა გვარამია

მას შემდეგ რაც პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა ნიკა გვარამიამ, დღეს შედგა მისი გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან, საქალაქო სასამართლოში. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ სამართალდამცავებს ვერანაირად ექნებათ პრეტენზია სისხლის სამართლებრივი კუთხით:

შეკითხვები იყო ჩვენს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად არ ეხება ჩემს კომპეტენციას და არის ღრმად ფინანსური.

რაც ვიცოდი და რაც მახსოვდა განვმარტე, რაც არ ვიცი ან არ მახსოვს იმაზე ვუთხარი რომ არ ვიცი.

შთაბეჭდილება პროკურორებისგან და მოსამართლეებისგან ნორმალურია აბსოლიტურად და ადამიანური. დამაკავებენ თუ არა, მათზე არაა დამოკიდებული.

საქმე არის სრულიად აბსურდული, აქ დავა რომც იყოს სისხლის სამართლებრივი კუთხით ამაზე დავა აბსურდია, სამოქალაქო სამართლებრივად ვინმემ შეიძლება იდავოს ამაზე. ჩემს წინააღმდეგ ვერანაირი მტკიცებულებები  ვერ ექნებათ, აქვთ დოკუმენტები ამოღებული ინტერმედიიდან, კონტრაქტები და ჩემი ფარული საუბარი აქვთ ადვოკატთან” – აცხადებს ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული