პარასკევი, აპრილი 19, 2024

ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, მშვიდად მივიდეს საგამოძიებო ორგანოში – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებას ეხმიანება და სთავაზობს ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, მშვიდად მივიდეს საგამოძიებო ორგანოში:

ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესი არის, ნებისმიერ პირს, რომელიც არის დაბარებული გამოკითხვაზე აქვს ვალდებულება, რომ გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს, ამიტომ მას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, მშვიდად მივიდეს საგამოძიებო ორგანოში. მას თუ აქვს პასუხები, ამ პასუხებს წარმოუდგენს საგამოძიებო ორგანოს და შესაბამისი იქნება სამართლებრივი რეაგირებაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან,” -აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული