ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

დამფუძნებლებს “რუსთავი 2”-ის 40% შევთავაზე, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე – ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს:

მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტი “რუსთავი 2-ის”, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე, მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ შეიძლება საუბარი არ გაგრძელდეს. თვითონაც წინადადება მითხრეს რაღაცა, რაც საფიქრალია ჩემი მხრიდან, მოვიფიქრებ, კონკრეტულად არაფერს არ ვიტყვი, ამ კონკრეტიკას აუცილებლად კონკრეტული შედეგი უნდა მოჰყვეს, ამიტომ ფიქრის საშუალებას და კონკრეტიკას მერე ვიტყვი“ – აცხადებს ქიბარ ხალვაში.

როგორც ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელი ამბობს, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე მის შეთავაზებას არ  დათანხმდნენ და ასეთი პოზიცია დააფიქსირეს:

ჩვენ ამ შეთავაზებას არ ვიღებთ, თუ რამე სხვა გექნება, კონკრეტული შეთავაზება, მოვიფიქრებთ და გეტყვითო“.

იგივეს აცხადებენ “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებიც:

არ ვართ თანახმა, მაგრამ რატომ არ ვართ თანახმა, ამ ყველაფერს მოგვიანებით მოგახსენებთ“.

საყურადღებოა, რომ ქიბარ ხალვაში საკმაოდ პოზიტიურ კონტექსტში მოიხსენიებს აქიმიძესა და დვალს:

მე ერთ რამეს გეტყვით, დათო დვალი და ჯარჯი აქიმიძე არიან კარგი პიროვნებები, აბსოლიტურად კონსტრუქციული, ნებისმიერ დროს მათთან შეხვედრა არავითარ სიმძიმეს არ წარმოადგენს, ამიტომ შეხვედრები გაგრძელდება” – აღნიშნავს ქიბარ ხალვაში

აქვე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი შეთავაზება-შეთანხმების პირობებში ქიბარ ხალვაში გადაწყვეტილად თვლის ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის საკითხს და იგი ამ პოსტზე მხოლოდ პაატა სალიას ხედავს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული