პარასკევი, აპრილი 19, 2024

ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული – მამუკა ბახტაძე

ლარის კურსის კატასტროფული ვარდნის მიზეზებზე საუბრისას ხელისუფლების წარმომადგენლები თითს ისევ ოპოზიციისა და საპროტესტო აქციის მონაწილეობის მიმართულებით იშვერენ. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით აკვირდება პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში ჩარევასაც არ გამორიცხავს.

დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ეროვნულმა ბანკმაც. ჩვენ გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით მეტ შემოსავლებს ტურიზმიდან, მაისის და ივნისის ციფრები იყო ძალიან პოზიტიური, ყველაზე საუკეთესო, საქართველოს ისტორიაში, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან.

სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ფაქტორი, ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმასაც ხაზი გავუსვათ, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს ჩვენ, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული, ეს არის დასკვნა ექსპერტების.

ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება, ბუნებრივია, ის არის დამოუკიდებელი ორგანო და მას აქვს თავისი მოსაზრება და მოსაზრება არის ობიექტური, რომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს ინფლაციის ნიშნული და აუცილებლად უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრები შეიცვლება. მე მაქვს ეს მოლოდინი და ეროვნულმა ბანკმა ეს დაადასტურა” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული