ქართული სპორტის უდიდესი წარმატება! ჩვენმა თანამემამულე ჰამბურგის ღია პირველობა კიდევ ერთხელ მოიგო!
მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ფინალში რუსი ანდრეი რუბლევი 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინალამდე განვლილი გზა:
- ნახევარფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, გერმანელი ალექსანდერ ზვერევი 6:4, 4:6, 7(7):6(5) დაამარცხა;
- მეოთხედფინალში ფრანგი ჟერემი შარდი (მსოფლიოს 77-ე ჩოგანი) ორ სეტში – 6:2 და 6:3 დაამარცხა;
- მერვედფინალში, სამ სეტში (6:4; 3:6; 6:3) დაამარცხა მსოფლიოს 56-ე ჩოგანი, არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდერო;
- პირველ წრეში კი, ჩვენმა თანამემამულემ, მსოფლიოს 87 ჩოგანი, ბოლივიელი უგო დელიენი დაამარცხა 2 სეტში, ანგარიშით – 6:4, 6:3.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება