ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად – ვატო წერეთელი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო საქმიანობის პროცესში ფარული მოსმენა მიმდინარეობდა ტვ “პირველის” მფლობელზე ვატო წერეთელზე, მან აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუკის პირად გვერდზე.

ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟლაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის,თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ “ფულის გათეთრების” საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!” – აღნიშნავს ვატო წერეთელი.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული