პარასკევი, აპრილი 19, 2024

ამ ავანტიურისტებმა შეეცადნენ, რომ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის – მამუკა ბახტაძე

ქვეყანის ეკომომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას და ლარის კურსის კატასტროფიული ვარდნის შეფასებისას, არსებულ პრობლემებში დამნაშავედ, საქართველოს პრემიერ მინისტრი ოპოზიციას მიიჩნევს და თითს “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილისკენ იშვერს:

ავანტიურისტებმა, ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას” და მის ბელადს, ასევე რაც ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, ეს გაჩერებულიყო და გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო.

ამ ავანტიურისტებმა შეეცადნენ, რომ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის და მიიტანეს შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, საბაზრო ეკონომიკის მდგრადობაზე მარტივი კითხვა ხომ უნდა დავსვათ, “რას ეფუძნება მდგრადი განვითარება ეკონომიკის?” ეს ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს და პროგნოზირებადი თამაშის წესებს. “ის ნეგატიური  ტალღა, რაც ამ ავანტიურისტებმა შექმნეს, ეს ეკონომიკას ეხმარება, თუ პირიქით აფერხებს?” – აი, ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ იმ ექსპერტებს, რომლებიც ზოგადად ამ კითხვას სვამენ” – განაცხადა  ბახტაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული