პარასკევი, მარტი 29, 2024

“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ერთადერთი, რაც მყარად ვითარდება, არის ნეპოტიზმი – თამთა შამათავა

რამდენიმე თვის წინ “ახალი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თამთა შამათავამ დაასახელა ფაქტები, სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულებულ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეების ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიის წევრი აგრძელებს კვლევას ამ მიმართულებით და ახალ ფაქტებს ასაჯაროვებს. დოკუმენტში, რომელშიც ნეპოტიზმის ფაქტებია მოყვანილი, ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, იკვეთება რომ, თბილისსა და რეგიონებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები, სხვადასხვა საჯარო უწყებაში წამყვან პოზიციებს იკავებენ:

“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ერთადერთი, რაც მყარად ვითარდება, არის ნეპოტიზმი. ნეპოტიზმის შემთხვევებს ვაწყდებით ყველა უწყებაში. ჩვენ მიერ ჩატარებული ბოლო კვლევით დადგინდა, რომ  მუნიციპალიტეტების მერების ცოლები დასაქმებულები არიან საჯარო სამსახურებში  და მათ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ათი ათასობით ლარს ვუხდით.

მაშინ, როცა ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობა სახელდება,  როცა  უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში,  ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, როცა ქვეყანა მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა დატოვა  ლუკმა პურის შოვნის იმედით, ჩვენ გვიწევს ვარჩინოთ  მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები  და ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე.

ქვემოთმოყვანილი ფაქტები ნათელი დასტურია იმისა, რომ საჯარო სამსახურებში ადამიანები საქმდებიან არა პროფესიონალიზმის, არამედ ნეპოტისტური ნიშნით.

  1. ვაკის გამგებლის, ნოდარ ტურზელაძის ცოლი, თამარ აბზიანიძე მუშაობს სს “საქრუსენერგო”-ში (სააქციო საზოგადოების აქციონერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რუსეთის გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა).
  1. დიდუბის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის მეუღლე, არჩილ ჩხარტიშვილი – სახელმწიფო კანცელარიაში, პრემიერის მრჩეველი.
  1. გლდანის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის ცოლი, ინგა კორკოტაძე მუშაობს საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში.
  1. საგარეჯოს მერის, გიორგი ერბოწონაშვილის ცოლი, მაია უსუფაშვილი მუშაობს “საქრუსენერგო”-ში, ქონები მართვის და კორპორატიული ურთიერთობების სპეციალისტი.
  1. სიღნაღის მერის, გიორგი გოგილაშვილის ცოლი, მარიამ ინანაშვილი 2017 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ფილიალის მმართველად.
  1. ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის მეუღლე, ლიკა დენტოშვილი მუშაობს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში, კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტად.
  1. ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ცოლი, მანანა პატარკაცაშვილი მუშაობს ააიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში .ასევე, ააიპ ახმეტის ბესიკ მამიაურის სახელობის სახელოვნებო სკოლაში, სადაც ის  სამეურნეო ნაწილის გამგეა.
  1. გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ცოლი, ქეთევან ტატიაშვილი მუშაობს გორის სოციალური სუფსიდიების სააგენტოში უფროს სპეციალისტად.
  2. ასპინძის მერის, როსტომ მაგრაქველიძის ცოლი, მაკა ბერიძე მუშაობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საზ. ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელად.
  1. ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის რძალი, ელისაბედ ოსიძე, არის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს კანცელარიის უფროსი, შვილი, არკადი უნანიანი კი რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელია.
  1. თერჯოლის მერის, ბონდო თედორაძის ცოლი, ირმა ჩაფიჩაძე მუშაობს იუსტიციის სახლში, სამოქალაქო რეესტრის სივრცის კორდინატორის პოზიციაზე.
  1. ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ცოლი, თამთა ფოფხაძე მუშაობს ა(ა)იპ – ქ.ქუთაისის ბაგა- ბაღების გაერთიანებაში, ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე. ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ.
  2. ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის ცოლი, რუსუდან მდინარაძე მუშაობს ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის გაერთიანებაში. დედა, როზა გოგუაძე პოფკავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია
  3. შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის მეუღლე, ნესტან ფუტკარაძე დასაქმებულია, შუახევის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურის ცენტრში.
  4. წყალტუბოს მერის, გრიგოლ იოსელიანის მეუღლე, ცირა ბერეკაშვილი მუშაობს ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში.

როგორც თამთა შამათავა აცხადებს – თითოეული ეს პირი, საჯარო სამსახურში, მას შემდეგ დასაქმდა, რაც მისი მეუღლე დაინიშნა მაღალ თანამდებობაზე.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული