პარასკევი, აპრილი 19, 2024

უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნებში ბარიერი 5 პარტიამ გადალახა

ვადამდელი საპარლამენტო (უმაღლესი რადას) არჩევნები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“-ს გამარჯვებით დასრულდა. პარტიამ საგრძნობი უპირატესობით გაუსწრო სხვა პარტიებს და არაა გამორიცხული (მაჟორიტარების გათვალისწინებით) დამოუკიდებლად, კოალიციის გარეშე დააკომპლექტოს მთავრობა.

საარჩევნი ბარიერი კი სულ 5 პარტიამ გადალახა შემდეგი შედეგებით:

1. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია “ხალხის მსახური” – 43,13%%

2. “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” – 13,06%

3. იულია ტიმოშენკოს “ბატკივშინა” – 8,18%

4. პეტრო პოროშენკოს (ყოფილი პრეზიდენტი) “ევროპული სოლიდარობა” – 8,12%

5. პარტია “ხმა” – 5,84%

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ “ახალ ძალთა მოძრაობამ” ხმების  0,47% დააგროვა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების წინა დღეებში მიხელ სააკაშვილმა თავის ამომრჩევლებს მოუწოდა ხმა ზელენსკის პარტია “ხალხის მსახურისთვის” მიეცათ.

ცნობისათვის: ერთპალატიანი უკრაინის რადა (პარლამენტი) შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. 450 დეპუტატიდან პროპორციული წესით ირჩევენ ნახევარს 225 დეპუტატს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული