ეს კომენტარი იყო ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინო – ეკა ბესელია მაია ცქიტიშვილს პასუხობს

ეკა ბესელია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, მის მიმარ, დაფიქსირებულ პოზიციას ეხმიანება, როცა მინისტრმა აღნიშნა, რომ დამღლელია ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე და პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე გავრცელებაზე საუბარი:

ეს კომენტარი რომ წავიკითხე თვალებს ვერ დავუჯერე… ვერც წავუყრუე და ვერც “გავატარე”
ემოციურად ვწერ ახლა, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა: ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა… ეს იმაზე უარესია რაც გვრიტიშვილმა იკადრა…

რას ნიშნავს ეს სიტყვები ქალ მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს, რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს? და რომ მიწევს ეს ვისი ბრალია?? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ იმ მთავრობაში ყოფნა, რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება??

რას ელოდებით რომ ამ კითხვას როცა დამისვამენ გადავიმალო??? ზუსტად ეს მიზანი ჰქონდა, ვინც ეს დაგეგმა!!! დღემდე ვინარჩუნებ ეთიკურობას და არ ვსაუბრობ ბევრ რამეზე და მართლა ფიქრობს ვინმე თქვენგან, რომ სულ ესაა ყელაფერი???

აი ეს კომენტარი იყო ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინო…
მართლა ვერ შევხვდი მშვიდად რაც წავიკითხე ეს წუთია…” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ეკა ბესელია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *