პარასკევი, აპრილი 19, 2024

ჩვენ ამ ბრძოლიდან უფრო ძლიერები და გამარჯვებულები გამოვალთ – გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს. როგორც “ახალი საქართველოს” ლიდერი აცხადებს, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც საბოლოო გამარჯვებას უზრუნველყოფს.

გამარჯვება ახლოსაა! ჩვენი ბრძოლა ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის გადამწყვეტ ფაზაში შედის!

დღეს გვჭირდება ჩვენი ეროვნული ენერგიის მაქსიმალური კონცენტრაცია თავისუფლებაზე, როგორც მიზანზე.

ჩემთვის “ძალა ერთობაშია” არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები, არამედ, ეს იყო და არის გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის ოქროს ფორმულა, თვითგადარჩენის ეროვნული კოდი.

ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება დიდი ეროვნული კონსოლიდაცია!

როგორც თავისუფლების იდეის ძლიერი მხარდამჭერი, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რადგან “რუსთავი 2” არის თავისუფლების ერთგვარი იდეა, რომლის შინაარსსაც ქმნიან თავისუფლებისთვის მებრძოლი თავისუფალი ჟურნალისტები.

მინდა, ჩემი თანამებრძოლების სახელით, უდიდესი თანადგომა და პატივისცემა დავუდასტურო თითოეულ მათგანს, განსაკუთრებით, Nika Gvaramia-ს და Nodar Meladze-ს!

P.S. გვაქვს კონკრეტული გეგმა და ჩვენ ამ ბრძოლიდან უფრო ძლიერები და გამარჯვებულები გამოვალთ! 
ძალა ერთობაშია!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული