საქართველოს საზღვრებს გარეთ არასრულწლოვანი პირის დროებით გაყვანის წესები

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არასრულწლოვანი ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის წესებს შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ახდენს:

თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ არასრულწლოვანი პირის დროებით გაყვანა გსურთ, ამისთვის საჭიროა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

16 წლამდე ბავშვის მიერ საზღვრის გადაკვეთისას საჭიროა სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლება. ხოლო 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვან პირს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით დამოუკიდებლად შეუძლია საზღვრის გადაკვეთა. 

კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს.

თანხმობის დამოწმებისას არ არის სავალდებულო ნოტარიუსთან არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობის წარდგენა. მასში მითითებული მონაცემების (დაბადების თარიღი, სახელი/გვარი, პირადი ნომერი და სხვ.) გაცხადება შეიძლება სიტყვიერად, თუმცა ამ მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია კანონიერი წარმომადგენელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *