შაბათი, აპრილი 27, 2024

ტურიზმის დარგი მთავრობის ყველაზე წარმატებულ რეფორმებში დაასახელეს

ISET-ის პროექტის რეფორმეტრის კვლევების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს ჯილდო გადაეცა. ჯილდო ტურიზმის ადმინისტრაციას განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევებისთვის გადაეცა.

სპეციალური ჯილდოები მიიღეს ეკონომიკის სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, „აწარმოე საქართველოს“ და სხვა უწყებების წარმომადგენლებმა.

შეხვედრას სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ISET პროექტს USAID-ის და G4G-ის მხარდაჭერით ატარებს. პროექტის მიზანია ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული