ევროპამ ტრადიციულად ისევ გაგვყიდა – შალვა ნათელაშვილი

“რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მწვავე განცხადებას აკეთებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:

ევროპამ ტრადიციულად ისევ გაგვყიდა. ამჯერად უკვე მერამდენედ რუსეთზე. მან ასე მიგვატოვა შუა საუკუნეებშიც ირანისა და თურქეთის პირისპირ, როდესაც ქეთევან წამებულს მკერდს შანთებით აგლეჯდნენ, ქრისტიანობისათვის ევროპულ, მაშინდელ, მრავალრიცხოვან ელჩობას ისპაჰანში ერთი პროტესტიც კი არ ამოცდენია.

ევროპული თანადგომა არავის ახსოვს, როცა 1801 წელს რუსეთმა სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა. მათ ბოლშევიკურ რუსეთთან მიგვატოვეს 1921 წელსაც ისე, რომ ერთა ლიგაშიც არ გვაღირსეს მიღება. სწორედ ისინი აკანონებდნენ ყველა გაყალბებულ არჩევნებს.

ევროპამ გვითხრა უარი ნატოში გაწევრიანებაზე, რასაც 2008 წელს, ამით გათამამებული პუტინის მიერ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოგლეჯა მოჰყვა. დღეს ერთადერთი მოსკოვისგან გაუკონტროლებელი ტელევიზიაც კი კვლავ კრემლს ჩაახუტა.

მოკლედ ჩენ უნდა ვიყოთ ჩვენი თავის იმედზე, უპირველესად და უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რათა ამერიკამ რეგიონში გახსნას სამხედრო ბაზა, ხოლო ივანიშვილის მილიარდიანი ანგარიშები დააყადაღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსაფიქრებელია ბრძოლის სხვა გზები რათა გადავრჩეთ დემოგრაფიულად და სახელმწიფოებრივად” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *