ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2” ოფიციალურად გადაიფორმა

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება ქიბარ ხალვაში, რომელიც მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ისაა “რუსთავი 2”-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე.

დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და  დაადასტურა, რომ  2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამართვეს” – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

აქვე ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობას უსვამს ხაზს ქიბარ ხალვაში და აცხადებს, რომ იზრუნებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე.

არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული! არ ჩავერევი “რუსთავი2”-ის ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში.  ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზრუნებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში” – აღნიშნავს ქიბარ ხალვაში და აქვე აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ არ ითანამშრომლებს ნიკა გვარამიასთან.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროებიდან რამდენიმე საათში ქიბარ ხალვაშმა ოფიციალურად გადაიფორმა ტელეკომპანია, რაც ასახულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *