ქარს დათესავ? ქარიშხალს მოიმკი და ის ქარიშხალი შენვე წაგლეკავს – თინა ხიდაშელი

“რუსთავი 2”-ისა და ვაზაგაშვილის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმიანება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

ქარს დათესავ? ქარიშხალს მოიმკი და ის ქარიშხალი შენვე წაგლეკავს.

ვაზაგაშვილის საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმის მსგავსად მორიგი ლოდია სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავზე. სამწუხაროდ ყველამ ვერ იპოვა სამართალი ჯერ, და მათ შორის რუსთავი 2-ის ნამდვილი მესაკუთრეებიც არიან. David Dvali ის ურემი ნელა დადის მაგრამ აუცილებლად მოვა შენამდე.

იმედია ეხლა ევრო სასამართლოს გმობის, ბიძინამ იყიდა ყიჟინას სერიალს არ ვნახავათ. 
ამ ისტორიაში ცუდი ის არის რომ ერთ ქურდს წაართმევენ და მეორე ქურდს მიაკუთვნებენ. თორემ გადაწყვეტილება სრულიად გასაგები და ლოგიკურია.

ეს ქარიშხალი 20 ივნისის საქმეზე კი აუცილებლად იმათ წალეკავს დღეს რომ ბედნიერების დროშები აღმართეს. მაინც გახსოვდეთ.

PS თავისუფალი ინტერპრეტაციის გურუებმა რამე რომ არ დამაბრალოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არც ეჭვქვეშ ვაყენებ და არც რამე პრობლემას ვხედავ” – აცხადებს თინა ხიდაშელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *